სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამერიკის შეერთებული შტატების აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.
პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ეწვია. შეერთებული შტატებიდან შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო აშშ-ის გენერალური აუდიტორი ჯინ დოდარო და USAID-ის ფინანსური დირექტორი რეჯინალდ მიტჩელი.
აშშ-ს აუდიტის სამსახური GAO დაეხმარება ქართულ მხარეს ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრასთან დაკავშირებით გაიზიაროს თანამედროვე მიდგომები, შეიმუშაოს პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს 70 აუდიტი ჩაატარა, მათ შორის 15 ეფექტიანობის აუდიტი და გასცა 1000-ზე მეტი რეკომენდაცია.