23:41
23 მაისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები ერთმანეთს აქებენ და ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოში ასეა" - დავით მაღრაძე
22-04-2019

ამ ბოლო დროს სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლებმა რაღაც ლოკალური სივრცე შექმნეს, სადაც ერთმანეთის ხოტბა და ქება-დიდება ისმის და ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოში ასეა, - ამის შესახებ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც დღევანდელი ხელისუფლების ხელწერაა, რომ არც ერთი პროექტი მოქალაქეებთან კონსულტაციების გავლის გარეშე არ ხორციელდება. მამუკა ბახტაძემ ეს განცხადება პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

„რა ხელწერაზეა ლაპარაკი, რა კონსენსუსზე? ამ ბოლო დროს სახელისუფლებო შტოების წარმომადგენლები ერთმანეთს აქებენ, რაღაც ლოკალური სივრცე შექმნეს, სადაც ერთმანეთის ხოტბა და ქება-დიდება ისმის და ჰგონიათ, რომ მთელს საქართველოში ასეა და აქებენ ყველგან, სადაც მივლენ. ვისთან და რა კონსულტაციები გამართეს?“ - განაცხადა მაღრაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ბახტაძის მოწოდებაზე ყველა მხარის მიმართ, ემოციური კომენტარების კეთებისგან თავი შეიკავონ.

„და ჩვენც ისეთივე უსისხლო, უშინაარსო და უსახო კომენტარები უნდა გავაკეთოთ, როგორსაც ხელისუფლება აკეთებს? და ეს რა იქნება? არ ჯობია, თვითონ გაცოცხლდეს ეს ხალხი, ვიდრე ჩვენ დავემსგავსოთ ცოცხალ-მკვდრებს და „ხმა სამარიდან“ განცხადებები ვაკეთოთ, რომელიც არავის ესმის?!“ - აღნიშნა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა.

AutoPlay
"ფარცხალაძე ერთ-ერთი გამორჩეულია ივანიშვილის სავაზიროში" - დავით ბერძენიშვილი
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
"ახალგაზრდა გოგონას ინტერესების დასაცავად ჩავერთე მისი დაკავების შემდეგ, მან გამოიყენა დუმილის უფლება" - ქეთევან გაგოევი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
"პირველ ეტაპზე განაცხადეს, რომ თითქოს თვითდაზიანებები მივიყენე, ანუ ჩემი თავი ვიცემე" - ლაშა თორდია
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
"360 გრადუსი" - ბურჯანაძის პოზიცია; ჩვილის მკვლელობა აღაიანში; შუალედური არჩვენების შედეგები; უმრავლესობის შეფასება; ყოფილი ვიცე-პრემიერის დაბრუნება
22-05-2019
360 გრადუსი: NDI-ის კვლევა; შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შეფასება; ოპოზიციის გეგმები; ბოკერიას პოზიცია
21-05-2019
ელისაშვილის გზავნილი ერთი-ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს "ოცნება", რომ შალვა შავგულიძე "ნაცების" კანდიდატია - გიგა ბოკერია
21-05-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები