მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიის ოქროს მარაგი მხოლოდ 171 ტონას შეადგენდა, ჰოლოკოსტისა და თითქმის მთელი ევროპის დაპყრობის შემდეგ კი, ერთი-ორად გაიზარდა და რეიხსბანკის საცავიც ასობით ტონა ნაძარცვი ოქროთი გაივსო, რომლის დიდი ნაწილი შვეიცარიასა და სხვა "ნეიტრალურ-მეგობრულ" ქვეყნებში გადაიგზავნა, ნაწილი სამეურნეო ხარჯებს მოხმარდა, ნაწილი კი, ბერლინში დარჩა.