ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 134 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.73 პროცენტით, მაქსიმალური 9.12 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.072 პროცენტით განისაზღვრა.