ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 64 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.13 პროცენტით, მაქსიმალური 7.17 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.16 პროცენტით განისაზღვრა.