ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 7 აპრილს, 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი 48 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.8 პროცენტით, მაქსიმალური 9.55 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.983 პროცენტით განისაზღვრა.