საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახანძრო ზედამხედველობის სამსახურმა 97 სასტუმრო შეამოწმა და აქედან 37 სახანძრო ნორმების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხოლოდ იმ სასტუმროების შემოწმების უფლება ჰქონდა, რომელთა ნომრების რაოდენობა 100-ს არ აღემატებოდა. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების სია მნიშვნელოვნად გაიზრდა.