სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, თხოვნით მიმართოს პროკურატურას, იმისათვის, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს გამოძიების რეჟიმში გაეცნოს. ომბუდსმენი განმარტავს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს.
ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, ის პირველ რიგში უნდა შეხვდეს ოჯახს და მათგან მიიღოს ინფორმაცია იმ შეკითხვების შესახებ, რაც მათ აქვთ და რის გამოც მათ შეიძლება უნდოდეთ სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესში.