სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მან სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირი მოინახულა. როგორც ქათამიძე აცხადებს, ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ სამმართველოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.