სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე ნებისმიერი იმ ადამიანის, დაკითხვას არ გამორიცხავს რომელიც აქციაზე იმყოფებოდა. როგორც ქათამიძე ამბობს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, 225-ე მუხლით - რომელიც მასობრივ არეულობას გულისხმობს და ასევე 353-ე მუხლით რომელიც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას ითვალისწინებს