17:17
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სახალხო დამცველის თქმით, იუსტიციის მინისტრის მიერ ნაჩვენებ ვიდეოებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს
21-01-2020

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით თეა წულუკიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში კანონდარღვევა არ ფიქსირდება. ომბუდსმენი ამბობს რომ მას თავად აქვს სერიოზული კითხვები აღნიშნული ვიდეოს მოპოვებასა და შენახვასთან დაკავშირებით.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ისინი საკითხს შეისწავლიან.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო არც მათთვის გაგზავნილ და არც ევროპის წამების პრევენციის კომიტეტისთვის გაგზავნილ კორესპონდენციაში ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის პრობლემას არ უარყოფს, ამიტომ დღევანდელი მწვავე განცხადებები ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურებოდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეოჩანაწერი წარადგინა, სადაც, მისი თქმით, ასახულია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც „ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის ცენტრში“. წულუკიანმა ასევე მოსთხოვა სახალხო დამცველს ციხეებში დახეულ ჯინსებიან თანამშრომლებს ნუ გააგზავნის.

AutoPlay
საქართველოში იაპონიის ელჩი აეროპორტში დოჰა-თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
"წითელი ჯვრის" მოხალისეები შესაძლოა გამშვებ პუნქტებზე მედპერსონალს თერმოსკრინიგში დაეხმარონ
გამოქვეყნდა 59 წუთის წინ
ამირან გამყრელიძე ბოდიშს უხდის ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თელავში, სოფელ იყალთოს ტყეში ხანძარია
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი „მთავარ არხს“ ბოიკოტს უცხადებს და ამის გამო მედიასთან კომენტარს არ აკეთებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ქვეყნის მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები