სახალხო დამცველი კრიტიკულს უწოდებს საქართველოში თანასწრობის უფლებების რეალიზაციის კუთხით არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ პრობლემას ხელს უწყობს ერთიანი ხედვის არარსებობა სახლემწიფოს მხირიდან.
სახალხო დამცველის განცხადებით, კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პოლიტიკა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით, რის გამოც, დისკრიმინაციული პრაქტიკების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, უმეტესწილად, ინდივიდუალური უფლება დარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობა ხდება საჭირო.
როგორც ლომჯარიამ, 2019 წლის სპეციალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე კი წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.