00:00 / 00:00

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, შედგეს ექიმების ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა

სახალხო დამცველი გამოდის რეკომენდაციით, შედგეს ექიმების ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. როგორც ომბუდსმენი განმარტავს, იყო ბევრი სპეკულაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა, ინფორმაცია, რომელიც მან ექიმებისგან მიიღო, ნამდვილად შემაშფოთებელი და კრიტიკულად მძიმეა.

ამიტომ ნინო ლომჯარიას რეკომენდაციაა, შედგეს ექიმების ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული. ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, თუ სახელმწიფო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა.

ახალი ამბები

ყველა

ის კონსტანტაცია - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თეა წულუკიანის განცხადება გიორგი ან...

ის კონსტანტაცია - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თეა წულუკიანის განცხადება გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით, სადაც მან აგვისტოს ომის გმირი უაზროდ, პიარისთვის განწირულად მოიხსენია

კომენტარები: (0)
გააკეთე კომენტარი