სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო კონსილიუმთან ერთად პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მორიგ დასკვნას დღეს, წარადგენს.
როგორც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დასკვნაში საუბარი იქნება როგორც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხებზე, ისე უფლებრივ ნაწილზე.
ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მორიგი ვიზიტი ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება შემოწმდა.