სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ ლომჯარიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში 23 იანვარს მისი ვიზიტის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელის შეშლის მცდელობას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. სახალხო დამცველის თქმით ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა და აღნიშნული ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად მისი ან აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას.