სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლას იწყებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში.