სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოჯახში ძალადობის დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ეფექტიანობის შესახებ აუდიტის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით დიდი ხანია, რაც მუშაობს.მისივე შეფასებით, შემაკავებელი ორდერების გაცემას ხშირ შემთხვევაში არაეფექტური შედეგი ჰქონდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არავინ აკონტროლებს, მსხვერპლი მართლაც დაცულია თუ არა მოძალადისგან დამცავი და შემაკავებელი ორდერების გაცემის შემდეგ, "უფრო მეტიც, პასუხისმგებელი მხარეები ძალადობის განმეორებითი ფაქტის შესახებ თავად მსხვერპლის მიმართვის შემდეგ იგებენ"