საქართველოს სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრები დევნილების პრობლემებზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართვას მინისტრის სახელზე ოფიციალურად გააგზავნის.
ამასთან, მისივე შეფასებით, სანატორიუმ "ქართლში" დევნილები არა მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიშ, არამედ, ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ.