ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მომხრეთა შორის მომხდარ დაპირისპირებებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ემაურება. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ კონტრაქციები და სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით აქციების დაშლა, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ არის. მისი თქმით, კონტრაქციები და ძალადობრივი დაპირისპირებები კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყანას.