სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით - Palitra News

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

2021-02-16 12:04:35+04:00

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურამ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.