სახალხო დამცველი - მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ რაიმე საჩივარი ექნება, რომ მისი უფლებები დაირღვა, მზად ვართ პროცესებში ჩავერთოთ - Palitra News

სახალხო დამცველი - მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ რაიმე საჩივარი ექნება, რომ მისი უფლებები დაირღვა, მზად ვართ პროცესებში ჩავერთოთ

2019-05-14 13:11:51+04:00

"მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ საჩივარი ექნება, რომ მის მიმართ დაირღვა უფლებები, თუნდაც მოსმენის მართებულობასთან მიმართებით, ან გამოძიების პროცესში, მზად ვართ რომ ჩავერთოთ", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკვშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ის პროკურატურისგან თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარემოებების შესახებ საბოლოო დასკვნის დადებას ელოდება.