სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია და 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე, N12 საპატიმროდან არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ.
2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია კი ჯერჯერობით უცნობია. ნინო ლომჯარიას განცხადებით ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო.
სახალხო დამცველი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულების დარღვევად აფასებს.