სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების დაბინავების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაფინანსებით სასტუმროებში განთავსებული უკრაინის მოქალაქეები გააფრთხილეს,რომ 6 მაისიდან უახლოეს დღეებში საცხოვრებელი ფართები გაათავისუფლონ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თანამდებობის პირებს - მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გაატარონ ყველა აუცილებელი ღონისძიება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და მოხდეს როგორც ცალკეული უწყებების, ასევე უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების სათანადო ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ, როდის და სად მოხდება მათი განსახლება.