სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი ოფიციალურად რეგისტრირებული იყოს პარლამენტში და სწორედ ამის შემდეგ გადაუგზავნის ის ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს საერთაშორისო ორგანიზაციას. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, მას აქტიური კომუნიკაცია და კონსულტაციები აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათ შორის ეუთო/ ოდირთან.