საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
როგორც ლომჯარიამ აცხადებს, ის მზად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ გუშინდელ აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო აქციის მონაწილეების ქცევის. ლომჯარიამ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა ხელისუფლებას რათა პოლიცია მარტო არ დარჩეს მოქალაქეების პირისპირ. სახალხლო დამცველის რეკომენდაციით უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი და განხილვა, გახსნა, გადათვლა და საჩივრების სწორად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხილვა.
ომუდმსენმა მზაობა გამოხატა მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის და ამასთან, აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ფორმატის შერჩევა შესაძლებელია და პირველ რიგში მზაობა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან უნდა იყოს.