სახალხო დამცველის ნინო ლომჯარის განცხადებით, მისი ვალია ადამიანების დაცვა გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან და არა თავად თანამდებობის პირების დაცვა. როგორც კომიტეტზე მისი ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ომბუდსმენმა განცხადა, სახალხო დამცველი დაიცავს ყველას უფლებას, ვის მიმართაც ადამიანის უფლებები დაირღვევა. თუმცა, ლომჯარიას განმარტებით, ამ შემთხვევაში მან იუსტიციის მინისტრისგან კონკრეტული მაგალითები ვერ მოისმინა.
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი. თავის ანგარიშში, რომელიც პენიტენციურ სისტემებში არსებულ ხარვეზებს ეხებოდა, ნინო ლომჯარიამ ყურადღება ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტზე გაამახვილა და აღნსნა რომ დღეს ცხიეებში წესრიგი ძალადობრივი მეთოდებით მყარდება.