ეს სახალისო ყოველწიური შეჯიბრი 12 მაისს მალდონეში გაიმართა, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ინგლისში. შეჯიიბრს ჭუჭყიან რბოლას უწოდებენ. ყოველწლიურად რბოლაში მონაწილეობას იღებს ასობით და ათასობით ადამიანი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მთავარი მიზანი კი ის არის, რომ მონაწილეებმა 400 მეტრიანი მონაკვეთი გაიარონ მდინარის ნაპირზე, რომელიც დაფარულია შავი ტალახით, სადაც ფორმირდებოდა მდინარის კალაპოტი.
ორგანიზატორები ცდილობენ შეჯიბრი იმ დროს ჩაატარონ როდესაც წყლის დონე შედარებით დაბალია, რაც ხელს უწყობს პირველრიგში უსაფრთხოებას და თან მონაწილეები უფრო მეტად ისვრებიან ტალახით.
მონაწილეებს უწევთ მდინარის გასწვრივ გადაადგილება და შემდგომ უკან დაბრუნება. ჭუჭყიანი რბოლის შეჯიბრება ახალი არ არის, იგი პირველად 1937 წელს ჩატარდა, შეჯიბრიდან შემოსული თანხა ერიცხება საქველმოქმედო ფონდებს. მაგალითად გასული წლის მონაცემებით, შეჯიბრს დაახლოებით 20 000 ადამიანი დაესწრო და მთლიანობაში შემოსულმა თანხამ 35.000 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
სავარუდოა ისიც, რომ შემოსული თანხა ყოველწლიურად უფრო იმატებს, რადგან დროთა განმავლობაშ შეჯიბრი კიდევ უფრო პოპულარული ხდება.