ქუტაისში, დასავლეთ საქართველოს პროკურატურასთან, საკეისრო კვეთისას გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქაბერიძის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. გარდაცვლილის ოჯახი კლინიკა "ბომონდის" ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი თქმით, ექსპერტიზის პასუხი ამ დრომდე უცნობია.