საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები, დაახლოებით, 3 მილიარდი რუბლით იზარალებენ. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ რიცხვში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგებაც. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ციფრები კვირის ბოლოს დაზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აიკრძალა.