ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის სურვილი 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა.
როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მალე გახდება ცნობილი, თუ როდის აღდგება კონკრეტული მიმართულებებით ფრენები. მისივე განმარტებით, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმის სექტორის უსაფრთხოდ გახსნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების დაცვით მოხდება.