კვირის პალიტრის ექსკლუზივი - გამოცემამ აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი მოიპოვა, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. ჩანაწერი სავარუდოდ 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერატებზე. სხვა საკითხებთან ერთად ჩანაწერში ჩატაევი საქართველოს შესახებაც ყვება. „მე ძმაო საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა ახლოს“ - ამბობს ჩანაწერში ჩატაევი. ცნობისთვის ჩატაევის ლიკვიდაცია ქართველი სამართალდამცავების მიერ, თბილისში გასული წლის ნოემბერში, ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხდა. ჩანაწერის სრული ვერსია და ჩატაევის საქმის დეტალები, დღეს 21 საათზე პალიტრანიუსის თოქ შოუ 360 გრადუსში.