2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში არარეზიდენტი ბანკების ემიტირებული საგადასახადო ბარათებით მილიარდ 608 მილიონი ლარის ოპერაცია განხორციელდა. 2018 წლის სექტემბერში უცხოელებმა ბარათებით 207 მილიონ 700 ათასი ლარი დახარჯეს, რაც 79 მილიონ 900 ათასი ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოელებმა საბანკო ბარათებით 286 მილიონ 100 ათასი ლარი დახარჯეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში არარეზიდენტი ბანკების ბარათებით ბანკომატებიდან 106 მილიონ ლარის, პოს-ტერმინალებით კი 101 მილიონ 600 ათასი ლარის განაღდება მოხდა.