საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების მწარმოებელი ქარხანა 2018 წლის ბოლოს გაიხსნება. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, მშენებლობა მიდის აბოლუტურად გრაფიკის დაცვით, შენობა ამჟამად დამთავრების სტადიაშია. მისივე თქმით, უკვე არსებობს შეკვეთები, რომელიც ქარხანამ უნდა მიაწოდოს ისეთ გიგანტებს როგორიცაა: ეარბასი და ბოინგი.
საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია ელბიტ სისტემს საიკლინთანთან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.