თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანგის განცხადებით ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საქართველოში თურქეთის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის დიდი ტალღა წამოვიდა, მან ასევე ხაზი გაუსვა რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვარი დელიმიტირებულია. ელჩმა ასევე ისაუბრა ოპერაციაზე „მშვიდობის წყარო“, რომელიც დაიწყო 2019 წლის 9 ოქტომბერს, სირიაში არსებული სხვადასხვა ტერორისტული საფრთხის გასანეიტრალებლად, ვინაიდან, თურქეთის პოზიციით, იგი უშუალოდ ემუქრება თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. სოციალურ ქსელში თურქეთის თავდაცვის მინისტრის სახელით, გავრცელდა ფეიკ ფოტოები, რომლის მიხედვითაც, ბათუმი თურქეთის შემადგენლობაშია. ამავე ფოტოების მიხედვით.