პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი "ველქამ ჩელენჯი" (Welcome Challenge) გაიმართება. ღონისძიების მიზანია, ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერტაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება. ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები აუდიტორიას გაუზიარებენ საკუტარ ხედვასა და გამოცდილებას. მოეწყობა სადისკუსიო პანელები და მასტერკლასები. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს წინასწარ შერჩეული 36 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.