„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში, პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტები 13.2%-ით შემცირდა.
2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მილიონ 300 ათასი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ მილიონ 100 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16 პროცენტით არის შემცირებული.
2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765 თასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.