როგორია საქართველოში ტურიზმის განვითარება ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების კუთხით? - ამ თემაზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სემინარი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა ბაზრის, მოთხოვნისა და მომხმარებლის განსაზღვრა; ბრენდი, ტრენდები და კონკურენცია; სოფლის, აგრო, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმი; ასევე სოფლისა და მეწარმეთა ჩართულობის მნიშვნელობა; პროდუქტის წარმოება, ფასთა განსაზღვრა და მოგების მარჟა; მარკეტინგული სტრატეგია და კომუნიკაცია პარტნიორებთან. აღსანიშნავია, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „ზრდა“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასევე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით