საქართველოში წყლის რესურსების მოხმარება არამიზნობრივად ხდება. ამიტომ საჭიროა ქვეყანამ შეიმუშავოს გარკვეული ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტურ მოხმარებასა და სისტემაში არსებული დანაკარგების აღმოფხვრას. - ამის შესახებ ISET-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა მარიამ ჩაჩავამ განაცხადა. ISET-ის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა ცხადყო რომ საქართველო, წყლის რესურსების მართვის კუთხით, შორს დგას ევროპულ კანონმდებლობასთან. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავს რომ აღმოფხვრას წყლის რესურსების არასწორი ექსლუატაცია და არამიზნობრივი ხარჯვა. კანონპროექტი დასრულებული სახით, 2018 წლის დეკემბერში იქნება.