"საპარტნიორო ფონდის" მხარდაჭერით, საქართველოში ცნობილი ევროპული ბრენდის "იტონგის" ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. „ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქარხანა მომავალ წელს გაიხსნება, რომელიც ევროპული სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს მიაწვდის.