დღეს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა.
როგორც საპატრიაქროში აღნიშნავენ, 10 ივლისს, 14:00 საათზე, დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.