უცხოეთში ქართული წარმოების პირბადეების ექსპორტი დაიწყო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამპალიტრანიუსს განუცხადა, კერძო კომპანიების მიერ პოლიპროპილენისგან წარმოებული პირბადეები ექსპორტზე ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიდა.
რაც შეეხება დოლბანდის 12-შრიან პირბადეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია წარმოებული, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, 5 მილიონამდე პირბადეა წარმოებული და სააფთიაქო ქსელები მარაგდება.
მინისტრისვე განმარტებით, აღნიშნული პირბადეების ექსპორტი, რომელიც მოსახლეობას სუბსიდირებულ ფასად მიეწოდება, არ განიხილება.