კომპანია "გლობალ ენტერპრაიზის" რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ახალი საწარმო მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით იქნება აღჭურვილი. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2 ათას 500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, რითაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია კი როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე მოხდება.