ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ღვინის ჩაი გამოჩნდება. "ღვინის ჩაი" სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტია. პროდუქცია მაღალტექნოლოგიური მეთოდით, საფერავის ყურძნის, წიპწის და ღვინის შერევით იწარმოება. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ სახელმწიფო დაფინანსება კერძო ინვესტიციით ჩაანაცვლა. ღვინის ჩაის რეალიზაცია ამ ეტაპზე ტურისტულ ობიექტებსა და პრემიუმ კლასის კაფე-ბარებში ხორციელდება. პროდუქცია ახლო მომავალში შესაძლოა ამერიკაში, გერმანიასა და სომხეთში გავიდეს ექსპორტზე.