ელექტრო ავტობუსების წარმოებისთვის თბილისის მიმდებარედ 4 ლოკაციაა შერჩეული. ამის შესახებ, კომპანია „ფრეგობასში“ საუბრობენ. ოთხი ლოკაციიდან ერთ-ერთი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ შეირჩევა. საწარმოში, სადაც 200-მდე ადამიანი დასაქმდება, თვეში 200-300 ავტობუსის წარმოება იქნება შესაძლებელი.
ამასთან, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პირველი სამრეწველო პროდუქცია დაახლოებით წელიწად ნახევარში ექნებათ. საქართველოში წარმოებული ელექტრო ავტობუსები ევროკავშირში გავა, რასაც გერმანული კომპანია EURABUS-ი უზრუნველყოფს. ელექტროავტობუსების წარმოების მიზნით, კომპანია „ფრეგობასმა“ უმსხვილეს ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად კონსორციუმი შექმნა და 23 ნოემბერს მემორანდუმსაც მოაწერა ხელი.