საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად, კოჯრის ტყეში, ტყის აღრიცხვის საველე სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. პროექტი გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.