საქართველოში ტარდება არჩევნები, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში - განვითარების ამ ეტაპზე მივედით ნულოვან წერტილზე, საიდანაც დავიწყეთ - სალომე სამადაშვილი - Palitra News
საქართველოში დღეს ტარდება არჩევნები, როგორც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, ამ არჩევნების შედეგად პოლიტიკური რეალობის შეცვლა ქვეყანაში ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში უკვე შეუძლებელია განმეორებითი არჩევნების ჩატარება, ამიტომ ახლა ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. როგორც სამადაშვილი ამბობს, ამ პროცესშიც, როცა შედეგების გამოცხადება არ გადავადდა, გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას რეალურად მოლაპარაკება არ სურდა.