„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, „ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი. კომპანიის დირექტორის რეზო მაღალაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.