იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება აღარ იარსებებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა აღნიშნა, ყველა ყოფილი საჯარო მოხელე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდება.