თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი არ არის მიმართული მწეველთა წინააღმდეგ, ეს არის კანონი, რომელიც დაიცავს არამწეველთა ინტერესებს", - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. ~მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა და დაავადებულთა სტატისტიკა არასახარბიელოა.ასევე იხილეთ: "თავიდან ყოველ 10-15 წუთში პატრული იქნება გამოსაძახებელი" - რა სირთულეებს ხედავს ბიზნესი თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით