საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები გაიზარდა. შესაბამისად, თამბაქოს კონტრაბანდასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამაც მოიმატა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 15 საქმე აღიძრა, 2017 წელს 64 საქმე აღძრეს. რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 ათას 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 557 ათას 685 კოლოფი იყო.საქართველოშო უაქციზო თამბაქოს შემოტანის ფაქტები მას შემდეგ გაიზარდა, რაც თამბაქოზე აქციზმა მოიმატა.